დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გოგა ხაინდრავა - მას თუ გარიგება ჰქონდა სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა და რა შუაშია იპოდრომის მიტინგი? ვინ ეკითხებოდა უცნობს მიტინგის დაშლას? 19.01.2021 20:43

გია გაჩეჩილაძე 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობ დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ სააკაშვილმა მას იპოდრომზე შეკრებილი ხალხის დაშლა სთხოვა. სანაცვლოდ, გაჩეჩილაძემ მაუწყებლობის ლიცენზია მოითხოვა და პირობაც მიიღო, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. სააკაშვილის ტაქტიკა, გააჩუმოს ოპოზიცია, მისი ოპონენტებისთვის მოულოდნელი არც მაშინ იყო და არც დღეს არის, თუმცა ეროვნული საბჭოს წევრები, რომლებიც მაშინ პროცესებს მართავდნენ, გია გაჩეჩილაძეს ახსენებენ, რომ მისი როლი მაშინ მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა.

მომინახეს მეგობარი, რომელსაც ჩემთან დაარეკინეს. მან ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე, სააკაშვილთან. მთხოვდა, ოღონდ ახლა შენ გაჩერდი და მეტს აღარ ვიზამ, რაც მოხდა, ასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ ის მინდოდა, ღირსეული პრეზიდენტი ყოფილიყო. ვუთხარი რომ მისი არ მჯეროდა და მოეცა მთელ საქართველოზე ტელევიზიის სიხშირე. მითხრა, კი ბატონოო. მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზე და ხომ იცი, რომ შეგვიძლია, ავტეხოთ სისხლისღვრა, ერთი ამბავი, თან ისე, რომ ხვალ არც არავინ არ გააშუქებს, რა მოხდებაო. მეთქი, კი ბატონო, მომეცი. მაინც გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლისღვრაზე წამეყვანა. ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო. სიხშირის მომცემი იყო ახლა ის ჩემთვის?“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რეჟისორი გიორგი ხაინდრავა, რომელიც 2008 წელს ეროვნული საბჭოს წევრი იყო, გია გაჩეჩილაძეს ახსენებს, რომ მისი როლი მაშინდელ აქციებში მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა. როგორც ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, გაჩეჩილაძე ეროვნული საბჭოს წევრი არ ყოფილა და რიგითი დემონსტრანტი იყო, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ბარდი.

 

„მას თუ რამე გარიგება ჰქონდა სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა. რა შუაშია ეროვნული საბჭო და იპოდრომის მიტინგი? ვინ ეკითხებოდა უცნობს მიტინგის დაშლას? საიდან მოიგონა ეს ამბავი და რისთვის მოიგონა, ჩემთვის გაუგებარია“ - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

 

„იპოდრომის აქციებთან დაკავშირებით რაც მან მოყვა აბსოლუტური მარაზმია მარტივი მიზეზის გამო. ინაუგურაცია დილის 9 საათზე იყო დანიშნული და იპოდრომის აქცია დღის 12 საათზე. აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ჩაშლიდა იპოდრომის აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასეთი ამოცანა ჩვენს წინაშე არ იდგა. ყოველთვის ვერიდებოდით და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია. სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან წინააღმდეგობის 7-წლიანი ისტორია იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ჩვენ არასოდეს ძალადობაზე და ამ ტიპის ქმედებაზე არ გადავსულვართ. ამით განვსხვავდებით დღევანდელი ჭაობისგან, შალიკოს ფანჩატურისგან და სააკაშვილისგან. ის, რაზეც გია გაჩეჩილაძე საუბრობს, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. რასაც ლაპარაკობს, თვითონ აუხსნას საზოგადოებას.

 

არ ვიცი რა დაესიზმრა გია გაჩეჩილაძეს, მაგრამ არანაირი კავშირი რეალობასთან ამას არ აქვს. სხვათა შორის მითქმა-მოთქმა მაშინაც მაგისგან წამოვიდა. დაუფიქრებლად რაღაცას, რომ დააბრეხვებ მერე როგორც წესი შენ ახლობლებს ხვდება და ამიტომ იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მთელი ამ წლების განმავლობაში ღმერთმა იცის რა პრეტენზიებს არ უყენებდნენ როგორც ლიდერს ჩვენი მოძრაობის და პრეზიდენტობის კანდიდატს. ეროვნულ საბჭოს და ეროვნული საბჭოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს თავი გაანებოს. საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია. თან ამ საკითხის ასეთი კუთხით ჩვენება… თვითონ რას ეძებს არ ვიცი. თავის გახსენება მოინდომა ალბათ… მას ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! “ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ