დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ნატალი საბანაძე - 2021 წელი ბრიუსელში იწყება პრეზიდენტის ვიზიტით 19.01.2021 20:56

2021 წელი იწყება პრეზიდენტის ვიზიტით ბრიუსელში. ყველა მიმართულებით დავფარავთ ევროკავშირს, ეს არის საბჭო, კომისია და ევროპარლამენტი, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება უმაღლეს დონეზე თავის კოლეგებს.

 

„დანიშნულია შეხვედრა ბელგიის მეფესთან. მოვიცავთ სხვადასხვა კომპონენტებს. მათ შორის გვაქვს კულტურული კომპონენტიც. 2023 წელს იგეგმება დიდი კულტურული ფესტივალი და საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება თავად გაეცნოს, თუ სად ჩატარდება და რა მასშტაბისაა. ძალიან რთული წელია პანდემიის გამო, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა და საქართველოც. მიუხედავად რთული პერიოდისა, ძალიან ინტენსიური ურთიერთოებები გვქონდა ევროკავშირთან“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ