დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ცუდი არჩევნებისთვის, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს - ესაა პოლიტპატიმრების საკითხი და საარჩევნო ცვლილებები 19.01.2021 21:19

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ გზა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ აირჩია, ქვეყანაში ქაოსის შექმნისკენაა მიმართული.

 

„ოპოზიციაში არის სამი გზა: ერთი გზაა „ევროპული საქართველოს“ გზა, რომელიც აბსოლუტური ჩიხია - ესაა მოლაპარაკებების ჩაშლა და რაღაც გაუგებარის იმედზე ყოფნა, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში გამოვარდეს. ეს სრული ქაოსის გზაა. მეორე გზაა იმ დეპუტატების გზა, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები იყვნენ. ისინი, უბრალოდ, ადგნენ და შევიდნენ პარლამენტში. ღმერთმა დამიფაროს, მათი არ მშურს. მესამე გზაა ჩვენი გზა, სადაც ვართ ჩვენ და „გირჩი“. ჩვენი სურვილია, რომ „ოცნებას“ რაც შეიძლება, მეტი „წავგლიჯოთ“. ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ცუდი არჩევნებისთვის, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. პოლიტიკური ფასია, პირველ რიგში, ის საკითხები, რაზეც ვლაპარაკობთ. ესაა პოლიტპატიმრების საკითხი, რომლის გარეშეც, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ და მეორეა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ