დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

შალვა ნათელაშვილი - ბოროტ-ტვინდაბნელებულთა ნაწილი წლობით მედავებოდა, რატომ არ დავუჭირე მხარი მაშინ ამ ბატონის კანდიდატურას 19.01.2021 21:38

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალ გია გაჩეჩილაძის დღევანდელ განცხადებას, რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ის სააკაშვილს დაპირდა, აქციაზე ხალხს დაშლიდა და ამის სანაცვლოდ ტელევიზია მოითხოვა:

„ბოროტ---ტვინდაბნელებულთა ნაწილი წლობით მედავებოდა, რატომ არ დავუჭირე მხარი მაშინ ამ ბატონის კანდიდატურას და როგორ გავბედე საკუთარი კანდიდატურის დაყენება. იქამდეც მოვიდნენ, რომ თურმე სააკაშვილის დავალებით ვიყარე კენჭი რათა არ მოვეკალი ან არ დავეჭირე. ფუ მართლა თქვენი.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის დამარცხება სწორედ აღნიშნულმა ღალატმა გამოიწვია და არა იმან, რომ 12 წლის შემდგომ ისინი, ანუ ოპოზიციური პარტიები თურმე შალვა ნათელაშვილის----ფანჩატურში---აპირებდნენ დაჯდომას“, წერს შალვა ნათელაშვილი და იქვე აქვეყნებს ინფორმაციას უცნობის განცხადების შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ