დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მხოლოდ საარჩევნო რეფორმასა და პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არ შევა 19.01.2021 22:06

გიორგი ვაშაძემ განმარტა თუ რატომ არ შეხვდა „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ლიდერებს. ამ თემაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მსგავსი საჯარო დისკუსიები და საჯაროდ, პროცესში პროგრესის გარეშე პოზიციის შეცვლა არასწორია.

 

„მათი დღევანდელი პოზიცია საერთოდ არღვევს ამ მოლაპარაკებების შედეგით დასრულების შესაძლებლობას. ამიტომაც გავაუქმე ეს შეხვედრა და ვთქვი: „საერთო ოპოზიციურ ფორმატში დავსხდეთ, მეგობრებო და თუ პოზიციების ცვლილებებზეა საუბარი, ყველა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, მხოლოდ საარჩევნო რეფორმასა და პატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არ შევა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ