დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გივი მიქანაძე - ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილი 19.01.2021 23:26

ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილებაში, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში გივი მიქანაძემ განაცხადა.პარლამენტის წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მმართველი გუნდის ოპონენტები დააბნია.

 

„ისინი არიან დაბნეული და ხედავენ, რომ ადამიანმა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ურთულეს პერიოდში, გამარჯვებით მოვიდა და გარდამტეხი ცვლილებები შემოიტანა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიულობის განვითარების კუთხით, ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, მას შემდეგ რაც მის მიერ შექმნილ და ჩამოყალიბებულ გუნდს მესამედ ქართულმა მოსახლეობამ გამოუცხადა ნდობა და ქვეყნის სათავეები ანდო, გადადგა ნაბიჯი და თქვა, რომ გუნდი უკვე შეკრულია, გუნდი არის პროფესიონალები დაკომპლექტებული, გუნდი არის გამოცდილი და ამ გუნდს შეუძლია ქვეყანა იმ სწორ მიმართულებაზე წარადგინოს და გაუძღვეს, რასაც ქვეყნის შემდგომი განვითარება მოჰყვება“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია იმ სცენარით მოქმედებს, რომელზეც „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არჩევნებამდე დეტალურად ჰყვებოდნენ. „დემოკრატიის კულტურა საზოგადოებაში გაზრდილია და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყნის მომავლის ბედი წყდება იმ საარჩევნო ყუთებთან, სადაც მათ თავისუფალი არჩევნის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ