20.01.2021 00:06
„მთავარის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთავი-2-ის ღამის ეთერში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებას და ოპოზიციურ სპექტრს მიმართავს:
ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რ2-ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას. ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ. ამ დროს, ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაერთვება. უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა და ჩვენი თვეების შრომის - გაერთიანების წყალში ჩაყრა. ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. არ ვიცი ნებსით, არ ვიცი უნებლიედ.
ხოდა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ.