დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ტრამპი - ვასაჯაროებ საქაღალდეში დარჩენილ მასალებს 20.01.2021 09:53

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

 

დონალდ ტრამპის განმარტებით, მას დოკუმენტების მაქსიმალური რაოდენობის გასაჯაროება სურდა. თუმცა, სპეცსამსახურებთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ მასალების ნაწილი არ გასაჯაროვდება ან მოხდება მათი რედაქტირება. ამ ეტაპზე, უცნობია რა დოკუმენტებზეა საუბარი და ისიც, თუ როდის გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დონალდ ტრამპის მიერ გასაჯაროებული მასალა.

 

„აღნიშნული განკარგულებით ვასაჯაროებ საქაღალდეში დარჩენილ მასალებს. დავავალე გენერალურ პროკურორს, განახორციელოს გამოძების ფედერალური ბიუროს მიერ 17 იანვარს შეთავაზებული რედაქტირება, დააბრუნოს თეთრ სახლში შესაბამისად რედაქტირებული ასლი“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

 

 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებდა.

ავტორ(ებ)ი : „პოლიტიკო“

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ