დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

დღეს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება 20.01.2021 10:00

დღეს აშშ- 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

 

თბილისის დროით 20:30 საათზე უზენაესი ფიცს ჯერ კამალა ჰარისი დადებს, თბილისის დროით 21:00 საათზე კი - ჯო ბაიდენი, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.

 

ამის შემდეგ, ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ინაუგურაციის ცერემონია წლევანდელი შეზღუდული ფორმატით გაიმართემა. მას მხოლოდ 1000 სტუმარი დაესწრება, რომელთა შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები არიან.

 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ქვეყნის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს

 

6 იანვარს მომხდარი არეულობის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და თავდაცვის დეპარტამენტი დედაქალაქში ეროვნული გვარდიის 25 000-მდე ჯარისკაცს განათავსებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ