დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

კახა გოგოლაშვილი - ჩვენი მენტალობა, ნებისმიერ გაერთიანებას მყიფეს ხდის 20.01.2021 11:58

ქართული ფსიქოტიპიდან გამომდინარე, სხვდასხვა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, ერთ პოლიტიკურ ძალად ქცევა და ამ სიმტკიცის ბოლომდე შენარჩუნება ცოტა რთულია, რადგან გაერთიანებასთან ერთად ლიდერთა რაოდენობა ბუნებრივია მცირდება, ჩვენთან კი ყველას პირველობა სურს - აცხადებს ,, ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში პოლიტოლოგი  კახა გოგოლაშვილი

 

,, ოპოზიციურ სპექტრში დღეს გაჩენილი ბზარი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართველების, ხასიათიდან გამომდინარე, ანუ პირველობის სურვილი,ნებისმიერ გაერთიანებას მყიფეს და ხანმოკლეს ხდის’’ - ამბობს გოგოლაშვილი

 

პოლიტოლოგის ვარაუდით, თვითმმართველობის არჩევნებს, ,,ქართული ოცნება’’ ინერციით მაინც მოიგებს, თუმცა თუ ოპოზიციურმა სპექტრმა გაერთიანება შესძლო , ანუ იმ პარტიებმა რომელთაც დაახლოებით ერთი პლატფორმა აქვს ,,ნაციონალური მოძრაობა’’, ვაშაძის პარტია და ,,ლელო’’ საპარლამენტო არჩევნებისათვის მათ შეიძლება, სერიოზული შანსები ჰქონდეთ.

 

,,დასავლეთი ხელს შეუწყობს იმ ძალებს, რომელნიც არ ქადაგებენ ძალადობას, არ აქვთ რევოლუციური სცენარები, დგამენ მკვეთრ, მაგრამ მოზომილ ნაბიჯებს, შეუძლიათ დიალოგი და კომპრომისებზე წასვლა’’ - აღნიშნავს პოლიტოლოგი

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ