ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა აღელვებს ყველას, მაგარამ არავინ კითხულობს სააკაშვილის ამბავს და მის როლს ქართულ პოლიტიკაში, საქმე ისაა , რრომ სწორედ სააკაშვილის ფაქტორი უშლის ხელს მის პარტიას წარმატებას მიაღწიოს და ეს აზრი გაჟღერდა კიდეც ოპოზიციურ სპექტრში - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რადიო ,, ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში
,,პოლიტიკიდან ასე ადვილად არ მიდიამ, დღეს აინტერესებს ყველას წავიდა თუ არა ბიძინა პოიტიკიდან , ვინაა მისი პოლიტიკური მემკვიდრე, მაგრამ არავინ სვამს იგივე კითხვას სააკაშვილთან მიმართებაში. საქმე ისაა რომ ივანიშვილის ფაქტორი ,,ოცნებას’’ აძლიერებს და სააკაშვილისა კი პირიქით და ეს გამოჩნდა კიდეც ოპზიციის წარმომაადგენელთა განცხადებებში’’ - აღნიშნავს საყვარელიძე.
პოლიტოლოგის აზრით, რიგგარეშე არჩევნების არანაერი საფუძველი არსებობს და ს საერთაშორისო პარტნიორებმაც ღიად თქვეს, ერთი და მეორეც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს საერტაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ უთხრა, რომ ოპზიციის ადგილი პარლამენტშია და არა ქუჩაში.
,, ის რაც ქართულ ოცნებას დასავლეთმა მოთხოვა, შეიცვალოს საარჩევნო სისტენაგამოსწორდეს დაღვევები, ამაზე მმართველი ძალა უარს არ ამბობს, რაც შეეხება ვადამდელის ჩატარებას ,,ოცნებისთვის ეს წამგებიანია, რადგან ის ამით ამომრჩეველს დაკარგავს, მაგრამ არც ოპოზიციონერებს აქვთ იმის გარანტია, რომ იგივე ხმებს აიღებენ ან დიდი უპირტესობა ექნებათ, შეიძლება პირიქითაც კი მოხდეს- ამბობს საყვარელიძე
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი