დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ალექსი ნავალნის გამოკვლევა: როგორ გამოიყურება ვლადიმერ პუტინის სასახლე გელეჯიკში 20.01.2021 12:49

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური BBC russian») იუწყება, ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა ორსაათიანი ფილმი შავიზღვისპირა მდებარე მდიდრულ სასახლეზე, რომელიც, როგორც იგი ამტკიცებს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის და რომელსაც მისი გარემოცვის ადამიანები აფინანსებენ. შენობათა ამ კომპლექსს მასმედია ადრეც  „პუტინის სასახლეს“ უწოდებდა, მაგრამ ახლა ბევრი დეტალი გახდა ცნობილი.


გთავაზობთ „ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინაარსს სათაურით „ალექსი ნავალნის გამოკვლევა: პუტინის სასახლე“.


ფილმის შესავალ ნაწილში, რომელოიც ნავალნის „იუთუბ-არხზეა“ განთავსებული, ოპოზიციონერი განმარტავს, რომ ამ ვიდეოკადრების განსაჯაროება ჯერ კიდევ მაშინ ჩაიფიქრა, როცა ბერლინის საავადმყოფოში იწვა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ თანმდევ ტექსტს მხოლოდ მაშინ გამოაქვეყნებდა, როცა რუსეთში დაბრუნდებოდა.


„არ გვინდა, რომ ამ კვლევის გმირმა [ვლადიმერ პუტინმა] იმაზე იფიქროს, რომ ჩვენ მისი გვეშინია და ვერავის გავანდობთ მის ყველაზე დიდ საიდუმლოს“, - განმარტავს ალექსი ნავალნი.


პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს უკვე განაცხადა, რომ კრემლში ჯერ არ უნახავთ პუბლიკაცია სასახლის შესახებ, თუმცა, ახლავე ნათელია, რომ ეს მორიგ სიცრუეს წარმოადგენს.


გვირაბი ზღვისკენ და აკრძალული თევზაობა


გამოკვლევა-გამოძიების ცენტრშია სასახლე გელენჯიკთან ახლოს, რომლის ფართობი 17,6 კვადრატული მეტრია და რომელსაც ალექსი ნავალნი „რუსეთის ყველაზე დიდ კერძო საცხოვრებელს სახლს“ უწოდებს. როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, სასახლეში მიმსვლელებს კატეგორიულად ეკრძალებათ მობილურების შეტანა და ყველა მიმსვლელ-წამსვლელი ავტომობილი რამდენიმე საკონტროლო პუნქტში მოწმდება.


სასახლის გარდა, დახურულ ტერიტორიაზე არის ე.წ. „ყინულის სახლი“, ეკლესია, ორანჟერეა, 80-მეტრიანი ხიდი და ამფითეატრი. რადგანაც სასახლე ციცაბო ნაპირთან ახლოს მდებარეობს, ზღვაზე გასასვლელად გათხრილია სპეციალური გვირაბი, რომლის ბოლოს არის სადეგუსტაციო ოთახი ზღვის ხედით, - ნათქვამია ტექსტში.


თვით სასახლის კომპლექსის ფართობი 68 ჰექტარს შეადგენს და ის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება. როგორც ნავალნის ფონდში ამტკიცებენ, უშიშროების სამსახური თევზაობასაც კი კრძალავს იმ კონცხის ახლოს, სადაც სასახლე დგას, ხოლო მის ზემოთ ცა თვითმფრინავების ფრენისთვისაც დახურულია.


გამოკვლევაში წარმოდგენილია თვითონ სასახლის გეგმა სართულების მიხედვით. როგორც კადრებში ჩანს, იქ არის რამდენიმე საუნა, აუზი, საპარიკმახერო და აქვადისკოთეკა. ასევე სასახლეს აქვს „ზამთრის ბაღი“ და მუსიკალური მისაღები.


ალექსი ნავალნი აქვეყნებს აგრეთვე სასახლის შიგნით მდგარი ავეჯის ფოტოსურათებს, რომელტა ფასი მილიონობით რუბლს შეადგენს. ვიზუალურად ჩანს რამდენიმე სათავსო - ბიბლიოთეკა, რომლის კედლები ოქროს ვენზელებითაა დამშვენებული და ე.წ. „ოჯახური თეატრი“ სცენით. სასახლეში არის კაზინო და „მოსაწევი ოთახიც“. რაც შეეხება მხოლოდ ერთ საძინებელ ოთახს, მისი ფართობი 260 კვადრატულ მეტრს აღწევს.


თანაკურსელები და მეგობრები, ალინა კაბაევას ჩათვლით


ვლადიმერ პუტინი ძირითადად სოჭის რეზიდენციაში დადის ხოლმე, მაგრამ ხშირად ცხოვრობს გელენჯიკშიც და სასახლეში თავისი გარემოცვის წევრებს იწვევს ხოლმე.


სასახლის ახლოს მევენახეობის რამდენიმე მეურნეობა მდებარეობს, შენდება ღვინის ახალი ქარხანა, რომელიც, როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, კომპანია „აქსის ინვესტიციას“ ეკუთვნის - ვალდიმერ პუტინის თანაკურსელს ნიკოლაი ეგოროვს.


სამუშაოებს აწარმოებს კრემლთან დაახლოებული კომპანია, რომელსაც ასია ბორისოვა ხელმძღვანელობს.


გამოკვლევის დასასრულს ავტორები ასაჯაროებენ სასახლის დაფინანსების რთულ სქემას, რომელშიც მოხსენიებულია ვლადიმერ პუტინის ძველი თანამზრახველები - ‘ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, „როსნეფტის“ ხელმზრვანელი იგორ სეჩინი, ბიზნესმენები იური კოვალჩუკი და გენადი ტიმცენკო. სქემაში ფიგურირებს აგრეთვე სვეტლანა კრივონოგიხი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო ნაცნობია და ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომლის ძალიან ახლო კავშირებზე ვლადიმერ პუტინთან რუსული და საერთაშორისო მასმედია ადრეც წერდა.


წყარო: https://www.bbc.com/russian/news-55726122

 

მოამზადა სიმონ კილაძემ



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ