დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ვატო ასათაშვილი - ჩვენი მხრიდან ლაპარაკი და მოწოდებები წყლის ნაყვაა 20.01.2021 13:04

 მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ისახავს მიზნად, არც წინდახედულია და არც რაციონალური აცხადებს GTNews-თან საუბარში „ჰელისკ ჯორჯიას'' დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი

 

 ,, 1 თებერვლიდან დაანონსებულ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებული მოლოდინი არ გვაქვს არაფერს ველოდები იგივე ქაოსი და უაზრობა გაგრძელდება,რაც გაზაფხულზე იყო. არც ჩვენს მოთხოვნებსა და შეთავაზებებს აქვს აზრი. მთავრობას კონკრეტული წინადადებითაც მივმართეთ,  საუბარი იყო ზამთრის კურორტებზე, საბაგიროების ჩართვასა და სასტუმროების შეზღუდულ ფორმატში ოპერირების შესახებაც, მაგრამ შეთავაზებები არავინ გაითვალისწინა.აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ლაპარაკი და მოწოდებები წყლის ნაყვაა,“-აღნიშნა ასათაშვილმა.

 

მისი აზრით,გარკვეული რეგულაციების მოხსნა და სერვისების ხელმისაწვდომობა აუცილებელია,მაგრამ პროგნოზების გაკეთება მთავრობის მხრიდან ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე შეუძლებელია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ