დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ელისაშვილი ყველა პარტიას თავს ესხმის, შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს - სერგო ჩიხლაძე 20.01.2021 13:19

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური აქტივობა საინტერესო აღარ არის. ჩიხლაძის თქმით, როგორც ჩანს, ელისაშვილი არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები არიან გაერთიანებული.

 

სწორედ ამიტომ, ჩიხლაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს, რადგან ასეთი სახით გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ვერ იქნება.

 

„პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.

 

„მას აღარ უნდა დასწრება. მე კი არ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ