ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურორის თქმითვე, საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს - აცხადებს საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე.
„დღეს მოხდა ბრალდებულებისათვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფუძველს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, დავაანონსეთ, რომ მოტივი დადგენილი და გამოკვეთილი გვქონდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ- აცხადებს სადრაძე
პროკურორის თქმით, ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად,ამას ამტკიცებს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, მთავარი მტკიცებულება კი აუდიო-ვიდეო მასალაა, რომელიც ვიზუალური მტკიცებულებაა დანაშაულისა. როგორც ამ გარემოების - მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა.
,,აქვე დავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, გავასაჯაროებთ ყველა მასალას, მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებსაც - აღნიშნა სადრაძემ
მისივე თქმით, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი