დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს დაბრუნებას სთხოვს 20.01.2021 14:23

2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

 

“ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა!
აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.
მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!”, – წერს ნიკა გვარამია.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ