დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მიხეილ სარჯველაძე - ახალი კანონი გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამინისტია ჯერ არ გავრცელებულა 20.01.2021 15:00

რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობების დაზუსტებამ და ოდენობების გამოთვლის წესების ცვლილებამ შესაძლოა, მსჯავრდებულთა ნაწილთან მიმართებაში გავლენა იქონიოს და მათი სასჯელები გადაიხედოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველიძემ ბრიფინგზე განუცხადა.

 

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი კანონი გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამინისტია ჯერ არ გავრცელებულა.

 

„ამ კანონპროექტის ახლებურმა რეგულაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმართებაშიც. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მსჯავრდებულთა მიმართებაში გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს, რომელთა საქმეებზეც გავლენას იქონიებს ეს კანონი და მნიშვნელოვანი იქნება დოზების ხელახალი გადააზრებული პოლიტიკის საკითხი.

 

ვიმეორებ, რომ ეს კანონი გავლენას არ იქონიებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე. მძიმე ფორმებზე ნარკოდანაშაულის, მაგალითად, მომხმარებლებთან მიმართებაში თუკი აქამდე პირი გასამართლებული იყო დიდი ოდენობისთვის და ახლებური საკანონმდებლო ხედვიდან გამომდინარე ეს იწვევს განახლებულ, სხვაგვარ კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში ის გავლენას იქონიებს მსჯავრდებულ პირებზე. ბუნებრივია, გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამნისტია ჯერ არ გავრცელებულა. შესაბამისად, პირები, რომლებზეც გავლენას მოახდენს ეს კანონპროექტი, მათ ექნებათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება და განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული პროცედურები, რომლებიც შედარებით გამარტივებულია სტანდარტული გადასინჯვის პროცედურებისგან“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდა როგორც დარგის ექსპერტები სახელმწიფო უწებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.

 

ცნობისთვის, „საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება. კერძოდ, რვა ნარკოტიკული საშუალებისათვის, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ