დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ლევან ქოქიაშვილი - მათ ჰგონიათ, რომ ჩვენი სფერო ისევ სასადილოებია და ბუფეტის ხელმძღვანელები ვართ 20.01.2021 15:08


„1 თებერვლიდან, რესტორნების დაახლოებით, 60%-65% აღარ გაიხსნება, რადგან დამფუძნებლები და ბიზნესის მფლობელები გახსნის აზრს ვერ ხედავენ, მით უფრო ისეთ ტურისტულ ქუჩებზე, როგორიცაა ერეკლე II-ის ქუჩა. ვიცი რამდენიმე რესტორანი, რომელიც დაიკეტა და გავიდა ამ ქუჩიდან.  მსხვილი რესტორნები შეიძლება გაიხსნას, მაგრამ არა 1 თებერვალს  მსხვილი კომპანიებიც გაკოტრდებიან და ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას“, - ამბობს ქოქიაშვილი.

 

ქოქიაშვილის თქმით, წინა ჯერზე,  რესტორნების 22:00 საათზე დაკეტვა იყო არაპროფესიონალიზმი და იმის გამოვლენა, რომ სტუმარმასპინძლობის სპეციალისტი მთავრობას არ ჰყავს და გადაწყვეტილებებს 3-4 ეპიდემიოლოგის რეკომენდაციებით იღებს.

 

,,მათ ჰგონიათ, რომ ჩვენი სფერო ისევ სასადილოებია და ბუფეტის ხელმძღვანელები ვართ“ და ბიზნესის გაცოცხლებას ერთ დღეში შევძლებთ, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა რეგულაცია ბიზნესთან შეთანხმდეს, რათა სექტორი ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდეს და გაკოტრების საფრთხეც თავიდან აიცილოს- ამბობს ქოქიაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ