დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა 20.01.2021 15:17

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

 

გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ