დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის წესი შეიცვალა 20.01.2021 15:53

თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა, ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

 

ორგანიზაციის ცნობით, ჩასარიცხი აპარატებით სარგებლობისას ვერიფიკაციის შემოღების გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. მისი მიღება საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციითა და მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით მოხდა.

 

ორგანიზაცია სთხოვს მომხმარებლებს, გაითვალისწინონ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა  სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას: აზარტული თამაშები და ლატარია; ონლაინ თამაშები; დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები.

 

ასევე ფინანსური სერვისებზე, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები; ინტერნეტ–მარკეტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურისტული მომსახურება; ქსელური მარკეტინგი; ქველმოქმედება; საკონსულტაციო მომსახურება; პოლიტიკური პარტიები; უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.

 

როგორც საბანკო ასოციაციაში აღნიშნეს, ახალი წესი ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ