დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსეთმა საკუთარი ვაქცინის რეგისტრაციის თხოვნით ევროკავშირს მიმართა 20.01.2021 16:06

რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა საკუთარი ვაქცინის „სპუტნიკ V”-ის რეგისტრაციის მიზნით ევროპის მედიკამენტების სააგენტოში განაცხადი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფონდი ელოდება, რომ განაცხადის განხილვა თებერვალში მოხდება.

 

აღსანიშნავია, რომ „სპუტნიკ V”-ის შემქმნელებისა და ევროპის სამედიცინო სააგენტოს გუნდებმა სამშაბათს ვაქცინასთან დაკავშირებული სამეცნიერო მიმოხილვა განახორციელეს.

 

ცნობისათვის, „სპუტნიკ V” რუსეთის გარდა უკვე დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაისა და თურქმენეთში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ