დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

აშშ ჯანმო-სა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში ბრუნდება 20.01.2021 16:37

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას გააუქმებს. ამ განცხადებას "გარდამავალი პერიოდის საიტი" აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ისტორიულ ღონისძიებებს განახორციელებს".

 

აშშ ჯანმო-სთან თანამშრომლობას განაახლებს და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გაძლიერების მიზნით, ორგანიზაციის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

ახლადარჩეული პრეზიდენტი ასევე ხელს მოაწერს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას.

 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმო, კორონაპანდემიის მართვასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამო, ორგანიზაციის დატოვების შესახებ 2020 წლის ივლისში ოფიციალურად გააფრთხილა. კლიმატის საკითხებზე პარიზის შეთანხმება კი 2017 წლის ივნისში შეაჩერა და ეს გადაწყვეტილება ნეგატიური ეკონომიკური პერსპექტივებით ახსნა. 

ავტორ(ებ)ი : Reuters თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ