დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დავით ზალკალიანი - ძალიან დამაიმედებელია მომავალი სახელმწიფო მდივნის უაღრესად პოზიტიური ხედვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით 20.01.2021 20:50

ძალიან დამაიმედებელია, რომ მომავალ სახელმწიფო მდივანს აქვს უაღრესად პოზიტიური ხედვა ღია კარის პოლიტიკის ჭრილში საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის პირველ შეხვედრას ამერიკის ახალ სახელმწიფო მდივანთან.

 

„ყველასთვის ნათელია, რაოდენ დიდია ამერიკის ლიდერობა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუ რა პოზიცია ექნება ამერიკის ხელისუფლებას ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. მოუთმენლად ველი ჩემ პირველ შეხვედრას ამერიკის ახალ სახელმწიფო მდივანთან. ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ უახლოეს პერიოდში ორმხრივი ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სწორედ ეს საკითხები იქნება პრიორიტეტული, ჩვენი დღის წესრიგის მთავარი თემები, რა თქმა უნდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით და ვფიქრობ, ახალ ადმინისტრაციას ექნება ძალიან მკაფიო პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ