დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს 20.01.2021 21:10

,,მე ჯო ბაიდენ ჯუნიორი ვფიცავ, რომ დავიცავ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას და მისი პირველი დამცველიც ვიქნები, მე ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები'' - აშშ- ის 46 პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საზეიმო ფიცი დადო.

 

ფიცის დადების დროს, ჯო ბაიდენს მარჯვენა ხელი მისი ოჯახის კუთვნილ ბიბლიაზე ედო.

 

მისი სისქე 5 დიუმია, გარეკანზე კელტური ჯვარია გამოსახული. ბაიდენის ოჯახში ეს ბიბლია 1893 წლიდან ინახება.

 

სწორედ ამ ბიბლიას იყენებდა ბაიდენი ყოველთვის, როდესაც ფიცს დებდა ვიცე-პრეზიდენტის რანგში ინაუგურაციის დროს 2009 და 2013 წლებში და სენატში, სადაც მან ფიცი 1973 წლიდან შვიდჯერ დადო.

 

ბაიდენის ინაუგურაცია განსხვავებული ფორმატით გაიმართა ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს, ეროვნულ ხეივანში სადაც ადრე მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს ეგებებოდა ახლა 200. ათასი დროშა ფრიალებს.

 

ინაუგურაციას დაესწრებიან ყოფილი პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად ბარაკ და მიშელ ობამები, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ და ლორა ბუშები

 

 

ამერიკის ჰიმნი ცნობილმა მომღერალმა ლეიდი გაგამ შეასრულა. ცერემონიაზე ჯენიფერ ლოპესმაც იმღერა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ