დღე: 20

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8812

გიორგი ვოლსკი - საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, დემოკრატების და რესპუბლიკელების 20.01.2021 20:58

საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, დემოკრატების და რესპუბლიკელების, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია, არ დაკარგოს მოკავშირე.

 

„საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, დემოკრატების და რესპუბლიკელების. მეორე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მართებულია და ორიენტირებულია საკუთარ ინტერესებზე, სტაბილურობაზე, განვითარებასა და რაც მთავარია, უსაფრთხოებაზე, რის გარეშეც განვითარება არ არსებობს. არსებობს ასევე მესამე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, არ დაკარგოს მოკავშირე და ვერ მოახერხოს რუსეთმა ქვეყანასა და რეგიონში დესტაბილიზაცია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ