დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

თუ საზოგადოებაში არსებულ დაყოფას არ გადავლახავთ, ქაოსი გვექნება - ჯო ბაიდენმა ფიცი დადო 20.01.2021 21:15

ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის დღეს ისტორიის, იმედისა და განახლების დღე უწოდა. „ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. ეს ისტორიის, იმედის, განახლებისა და სიმტკიცის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ საჭირო იქნება ერის გაერთიანება და გამოწვევების გადალახვა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მათ, ვინც არჩევნებში მას მხარი არ დაუჭირა, მას შანსი მისცენ.

„თუ საზოგადოებაში არსებულ დაყოფას არ გადავლახავთ, ქაოსი გვექნება. აშშ-ის საზოგადოების დაყოფის მიზეზები ძლიერია, თუმცა ახალი არ არის. ჩვენი მისწრაფება თანასწორობა და ერთიანობა უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ