23:19 20.01.2021
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ განკარგულებებს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ განკარგულებებს ხელი მოაწერა. კაპიტოლიუმის შენობაში, პრეზიდენტის ოთახში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინაუგურაციის დღის გამოცხადების, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მათი მოადგილეების დამტკიცების შესახებ დოკუმენტებს.

 

„სიენენის“ ინფორმაციით, სულ მალე აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი შეიარაღებული ჯარების მზაობას შეამოწმებს, მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობის ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. როგორც ცნობილია, არლინგტონის სასაფლაოზე მასთან ერთად მივლენ ექსპრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge