დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აშშ დეპორტაციას 100 დღით აჩერებს 21.01.2021 09:53

ამერიკის შეერთებული შტატები დეპორტაციას 100 დღის განმავლობაში აჩერებს, რათა ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტის ეფექტურობა გააუმჯობესოს. ამის შესახებ განცხადება თავად უწყებამ გაავრცელა.

 

”2021 წლის 22 იანვრიდან, 100 დღის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი აჩერებს იმ არამოქალაქეების გაძევებას, რომლებიც უნდა იყვნენ დეპორტირებული, რათა უზრუნველყოს მიგრაციული კანონმდებლობის აღსრულების სამართლიანი და ეფექტური სისტემა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრის უსაფრთხოების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას ეთმობა” , - ნათქვამია განცხადებაში.

 

აღინიშნა, რომ ეს ღონისძიება საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, მიმართოს რესურსები ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის გასული საუკუნის ჯანდაცვის ყველაზე სერიოზული კრიზისის ფონზე სამხრეთ-დასავლეთის საზღვარზე ოპერატიული არსებული ამოცანები.

ავტორ(ებ)ი : Reuters

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ