14:38 21.01.2021
თეა წულუკიანი - ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავ, საქართველო!

"ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!", - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. 

 

"საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", - წერს თეა წულუკიანი.

 

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოექვეყნებინა. სასამართლოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი