დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

როგორ უნდა დაეხმაროს დასავლეთი ალექსი ნავალნის 21.01.2021 16:56

დასავლეთის პრესაში კვლავ გრძელდება რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებისა და მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების განხილვა.

 

ბრიტანული „თაიმს“-ის («The Times») მიმომხილველი როჯერ ბოიესი თვლის, რომ დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და სამშობლოში დაბრუნებას მოისურვებენ, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა მათ თავიანთ ქვეყანაში დაპატიმრება ემუქრებათ.

 

სტატიაში სათაურით „დევნილი ოპოზიციონერები ტირანების დასამხობად ჩვენს დახმარებას საჭიროებენ“ როჯერ ბოიესი ამ მხრივ რამდენიმე მეთოდს ასახელებს: პირველი - იურისტების გუნდის შექმნას, რომლებიც მზად იქნებიან გააბათილონ რეჟიმის დამცველ მოსამართლეთა გადაწყვეტილებები, მეორე - ფინანსური დახმარების გამოყოფა ჯარიმების გადასახდელად, მესამე - ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საპროტესტო აქციების დროს და ახალგაზრდებთან მუშაობა.

 

როცა ალექსი ნავალნი კორუმპირებული პრეზიდენტის და მინისტრების სახლებს იღებს დრონებით, ეს რეჟიმის დამცველ პოლიციელებს დააფიქრებს, თუ რატომ დგანან სიცხეში და სიცივეში ქუჩაში მათივე შვილების ტოლი ახალგაზრდები, რომლებსაც ისინი იჭერენ...

 

როცა სამართლდამცველები ოპოზიციის მხარეზე გადადიან, ამ მმართველი რეჟიმი კრახს განიცდის. დასავლეთის ქვეყნებს ბევრი რამ შეუძლიათ, რომ მარადიული დიქტატურებს ბოლო მოუღოს. „რასაკვირველია, ჩვენ მომავალშიც უნდა მივცეთ პოლიტიკური თავშესაფრები საპროტესტო აქციების ოპოზიციონერ ლიდერებს, მაგრამ იმავდროულად ჩვენ ისინი უკან, სამშობლოში დასაბრუნებლადაც უნდა მოვამზადოთ, რათა მათ ცვლილებების დაჩქარებას ხელი შეუწყონ“, - წერს ავტორი.

 

წყარო: www.thetimes.co.uk/article/exiles-need-our-help-to-overthrow-tyrants-3pvhx93sn

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ