დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

The Guardian - ნავალნი საპყრობილეშიც პუტინისთვის სახიფათო ადამიანია 21.01.2021 17:08

გაზეთ „გარდიან“-ში («The Guardian») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მოსკოვის საპყრობილეშიც კი ალექსი ნავალნი ვლადიმერ პუტინისთვის სახიფათო ადამიანია“ კორესპონდენტი ენდრიუ როტი აღნიშნავს, რომ ორი დღის წინათ გამოქვეყნებული ფილმი-გამოძიება ადასტურებს - ოპოზიციონერი პრეზიდენტისთვის მაშინაც კი საშიშია, როცა იგი ციხეში იმყოფება.

 

უკვე ათი წელია ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს საჯაროდ წარმოსთქვას ალექსი ნავალნის სახელი და მას მხოლოდ „ამ მოქალაქეს“, ბოლო დროს კი „პაციენტს“ უწოდებს, მხედველობაში აქვს რა მისი მოწამვლის ფაქტი.

 

თუ პრეზიდენტის ლოგიკას მივყვებით, მაშინ გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინს უბრალოს არ სურს ოპოზიციური ლიდერის რეკლამირება მოახდინოს, მაგრამ თვით ეს „თამაში“ ნავალნის სახელთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ღრმა მეტოქეობა არსებობს, რომელიც უკვე პირადულშია გადასული. კონფრონტაცია დღითიდღე ფართოვდება, ის უკვე ეხება ოპოზიციონერის მეგობრებსა და ოჯახს. დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება იმის გაცნობიერებით, რომ აშკარაა - ალექსი ნავალნი უკან არ დაიხევს, მოწამვლისა და დაპატიმრების მიუხედავად.

 

სამშაბათს ნავალნის გუნდმა ვლადიმერ პუტინის სიმდიდრის ამსახველი გიგანტური ფილმი-გამოძიება გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია სასახლე შავი ზღვის ნაპირზე, რომელიც თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციის ფაქტს წარმოადგენს. დღეს ალექსი ნავალნი მოსკოვის ცნობილ საპყრობილეში - „მატროსსკაია ტიშინა“’-შია მოთავსებული, მაგრამ იგი რუსეთის მმართველისათვის ციხიდანაც კი საფრთხეს წარმოადგენს“, - წერს ენდრიუ როტი.

 

წყარო:https://www.theguardian.com/world/2021/jan/19/even-in-a-moscow-jail-alexei-navalny-is-dangerous-to-putin

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ