დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე პასუხიმგებლობა ენიჭება 21.01.2021 17:21

რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე (რუსული ჯარების ოფიციალური გაყვანის თარიღი) ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ „სამხრეთ ოსეთზე“ აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაზე“, - ამის შესახებ აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გავრცელებულ პრესრელიზში.

 

სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთზე ეფექტური კონტროლი 10 ოქტომბრის შემდგომაც გრძელდებოდა. ამასთან, ვერდიქტში აღნიშნულია, რომ აქტიური საომარი ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები ადამიანის უფლებათა კონვენციური მუხლის მხრივ რუსული იურისდიქციის ქვეშ არ ექცეოდა.

 

„სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ დაასკვნა, რომ აქტიური საომარი ფაზის დროს მომხდარი მოვლენები (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველ მუხლთან მიმართებით არ ექვემდებარებოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას და განაცხადის ეს ნაწილი დაუშვებლად ცნო. ამასთან, მან დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე (რუსული ჯარების ოფიციალური გაყვანის თარიღი) ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ „სამხრეთ ოსეთზე“ აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაზე“. ამ პერიოდის შემდეგ, რუსული სამხედრო ძალების შესამჩნევი ყოფნა და სამხრეთ ოსური და აფხაზური „ხელისუფლებების“ დამოკიდებულება რუსულ ფედერაციაზე მიუთითებდა იმაზე, რომ „ეფექტური კონტროლი“ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე გრძელდებოდა. გამომდინარე აქედან, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოვლენები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ) ექვემდებარებოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის მიზნისთვის (ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულება)", - აღნიშნულია პრესრელიზში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ