დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

სტრასბურგის სასამართლოს სამი მოსამართლე ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა 21.01.2021 20:38

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ მოსამართლე ანა იუდკოვსკაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო. როგორც მოსამართლე ანა იუდკოვსკაია წერს, აღნიშნულ არგუმენტებს ის, კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან.

 

„Silent enim leges inter arma“ („ომის დროს კანონი დუმს“) ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში მარკუს ტულიუს ციცერონის მიერ დაწერილი ეს ლათინური მაქსიმა ამ სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადასტურა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას…“, – წერს სტრასბურგის სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე.

 

„ჩვენ შეძრულები ვართ ამ არგუმენტებით. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს როლი მდგომარეობს სწორედ პრიორიტეტულად რთული ამოცანების გადაწყვეტაში“, – აღნიშნულია მოსამართლის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ