დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა 21.01.2021 20:55

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა. ეს ინფორმაცია წუხელ დიდმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გაავრცელა. თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო და რეჟისორის მილოცვის ტექსტი: „გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო მაყურებელო...გულშემატკივარო ჩვენო. ამ წამს მომილოცა....რობერტ სტურუა: რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს თ ე ა ტ რ ი ე რ ო ვ ნ უ ლ ი თ ე ა ტ რ ი გ ა ხ დ ა!“, წერს ბესო ზანგური. 

 

 

დღეს ინფორმაცია რუსთველის თეატრმა გაავრცელა. „ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – ნათქვამია რუსთველის თეატრი ფეისბუქ გვერდზე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ