დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რატომ დაიბარა თეა წულუკიანმა მთავარი რედაქტორები და პროდიუსერები და რისი „გადამალვა“ სთხოვა 21.01.2021 23:51


ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემაზე მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას იხსენებს და წერს:

ეს ამბავი უნდა მოვყვე... ის პერიოდია, როდესაც იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე მტკიცებულებების შეტანის ბოლო დღეებს ითვლიდა, საუბარია თეა წულუკიანის მინისტრობის დროს დამატებითი მტკიცებულებების შეტანაზე, როდესაც დამირეკა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა და ყველაზე პროფესიონალმა  -მ და მითხრა, რომ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს აგვისტოს ომის თემასთან დაკავშირებით სურდა შეხვედრა მთავარ რედაქტორებთან და პროდიუსერებთან.... შეხვედრა იყო დახურული. ბევრნი მივედით შეხვედრაზე. მათ შორის მაშინდელი ოპოზიციური "რუსთავი 2"-ის პროდიუსერიც და არა მხოლოდ ის... დარწმუნებული ვარ, ყველას ახსოვს ეს შეხვედრა. თეა წულუკიანმა გვითხრა ასეთი რამ: თქვენთან ვარ თხოვნით მოსული. უნდა დაგვეხმაროთ, რომ მოვიგოთ ეს ომი ჰააგასა და სტარსბურგში (ზუსტად აღარ მახსოვს).
ყველა ნიუსი და სტატია, თქვენს მიერ გამოქვეყნებული, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან. ამაზე მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები. ამიტომ, გთხოვთ, მოგიწოდებთ, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის, ან თუნდაც არაპოლიტიკოსის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, თითქოს ეს ომი დაიწყო 2008 წელს საქართველომ და მაშინდელმა ხელისუფლებამ, ან პროვოცირება გაუკეთა ამას, ნუ გაუკეთებთ ტირაჟირებას, ნუ დაასხამთ მტრის წისქვილზე წყალს და ნუ იზამთ ისე, რომ თქვენს მიერ გამოქვეყნებული მასალები აღმოჩნდეს რუსეთის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნუსხაში... მეტს აღარაფერს დავამატებ...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ