დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

თეა წულუკიანი - როგორ მოხდა, რომ „ისკანდერი“ გაატანეს სხვა ქვეყანას, თუნდაც მეგობარს ისე, რომ ეს მტკიცებულება არ დამაგრდა გამოძიებისთვის 22.01.2021 00:33

ქვემოთ მოტანილი წერილი პირველმა არხმა 2018 წელს გამოაქვეყნა. იუსტიციის მაშინდელი მინისტრი თეა წულუკიანი ლაპარაკობს ე.წ. ოქროს სამხილზე, რომელიც ქართული მხარის ძალისხმევით ამერიკიდან ჩამოიტანეს: 

 

 

როდესაც მივალ პარლამენტში, კითხვა მექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როდესაც გორში ისკანდერი ჩამოვარდა, როგორ მოხდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვნებმა ეს მტკიცებულება გაატანეს სხვა ქვეყანას, თუნდაც მეგობარ ქვეყანას ისე, რომ ეს მტკიცებულება არ დამაგრდა გამოძიების მიზნებისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჰააგის სასამართლო და პროკურატურა აღიარებს, რომ რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოს აქვს მუშაობის თანამედროვე მეთოდები. რუსეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ ის არ თანამშრომლობს ჰააგასთან, მაგრამ თავის მხრივ, დარწმუნებული ვარ, ის აწვდის ჰააგის პროკურორს მასალებს. რუსეთმა იკადრა და თქვა სტრასბურგში, რომ ისკანდერი არ ჩამოვარდნილა, ეს ფოტოშოპია. სხვათა შორის, როდესაც მე მივალ პარლამენტში, კითხვა მექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც გორში ისკანდერი ჩამოვარდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვნებმა ამერიკელებს გაატანეს ეს მტკიცებულება და ჩვენ სანთლით ვეძებდით ამ ისკანდერს, მხოლოდ წელს დავაბრუნეთ ამერიკიდან 800 კილო ნივთმტკიცება, როგორ მოხდა, რომ მტკიცებულება გაატანეს სხვა ქვეყანას, თუნდაც მეგობარ ქვეყანას ისე, რომ ეს მტკიცებულება არ დამაგრდა გამოძიების მიზნებისთვის, არ იქნა მტკიცებულებად ცნობილი. მტკიცებულებად გაფორმების შემდეგ, შეიძლება, გადასცე დროებით მეგობარ ქვეყანას, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მტკიცებულებად გაფორმებამდე გადაეცა, – ეს კითხვები არის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

იუსტიციის მინისტრს იმედი აქვს, რომ ჰააგის სასამართლო დაადგენს დამნაშავეებს, რომელთაც  ქართველების ეთნიკური წმენდა აწარმოეს. „2010 წლის მარტში იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზი გამოქვეყნდა, რომელიც დღესაც დევს ჩვენს საიტზე. იქ ნახავთ, რომ ბატონი ზურაბ ადეიშვილი ბრძანდებოდა ჰააგაში, შეხვდა იქაურ პროკურორს, უთხრა, რომ ძალიან მოხარულია, რომ ჰააგას გამოძიება აქვს დაწყებული და დაჰპირდა თანამშრომლობას. ეს მოხდა 2010 წელს. ამაში ცუდი არაფერია. როდესაც ვამბობ, რომ არ არის ცუდი, როცა რუსეთის პირისპირ არ ვართ მარტო და ჰააგის მეშვეობით ვეცდებით, დავამტკიცოთ, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ქართველების ეთნიკური წმენდა, ანწუხელიძის, სოფრომაძის, სხვების, მათ შორის, გადარჩენილი სამხედრო ტყვეების წამება და სხვა ტყვეების წამებით სიკვდილი – ეს ცუდია, ხოლო როდესაც იმავეს ამბობს ზურაბ ადეიშვილი, მაშინ ეს კარგია. ჩემთვის ასეთი მიდგომა არის გაუგებარი და პარლამენტში ამის შესახებ აუცილებლად დავსვამ კითხვებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ