დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აკაკი ზოიძე - ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით მეტ, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს იღებს, ვიდრე ერთი ვაქცინით 22.01.2021 01:08

ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „პირველი არხის“ ეთერში ვაქცინაციასა და ანტიგენებზე ისაუბრა:

 

 

„ბევრი ადამიანია, რომელიც ყოყმანობს, ლეგიტიმური კითხვები აქვს. უნდა უთხრა, რომ ყოველდღიურად ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს მისთვის, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით, მათ შორის მძიმე მეტალებსაც, რომელიც არის საკვებში, ვიდრე ერთჯერადი ვაქცინაციით, ამით ოდნავ მაინც ზოგიერთებს შეუმსუბუქდება მდგომარეობა. ყველა ადამიანთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობა არის ჩასატარებელი. ოპერატიული რეაგირების ჯგუფები უნდა იყოს, რომლებიც სოციალურ მედიაში იქნება, თუ სადაც იქნება, როცა ეს სენტიმენტები გაჩნდება, მცდარი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, მაშინვე უნდა დავუპირისპიროთ რეალობა, მომენტალურად უნდა იქნას ეს იდენტიფიცირებული, ამოღებული. ამის ტექნოლოგიები არსებობს. პირველივე დღეებიდან ვინც ვაქცინას გაიკეთებს, არ უნდა ველოდოთ, რომ ის არის აბსოლუტურად თავისუფალი. ვიდრე არ მოხდება მოცვა დიდი რაოდენობით მოქალაქეების, ჩვენ პარალელურად მოგვიწევს შეზღუდვები, ოღონდ გონივრული. ვაქცინირებული ადამიანების ინდივიდუალური რისკი შემცირდება, მაგრამ საზოგადოებაში გადაცემის რისკი ჯერ არ შემცირდება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ