დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ავტოსკოლის ყალბი მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს 22.01.2021 10:22

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“ და „D“ კატეგორიის ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ