დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ერთ ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება 22.01.2021 12:33

მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.

 

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული გაზრდილი სუბსიდია 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისას იმოქმედებს.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ