დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

არჩილ თალაკვაძე კარტოგრაფების საქმესზე კომენტარს აკეთებს 22.01.2021 14:42

მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ აქამდე იხილა, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს. საქმე ეხება ძალიან სერიოზულ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და ისტორიული მნიშვნელობის თემას. ამიტომ აქ ვერანაირი პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ტიპის ყველა საქმე არის მართლმსაჯულების კომპეტენცია და მას პასუხებს მართლმსაჯულება გასცემს.

 

„რაც შეეება იმას ვისზე გავა, საბოლოოდ ვის დაუმტკიცდება ბრალი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამაზე გადაწყვეტილებებს იღებს და მომავალშიც მიიღებს სამართლიანი სასამართლო. საქმეს საგამოძიებო სტრუქტურები იძიებენ და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. თითქოს, ვინმემ ვინმეს ჩვენება ექსკლუზიურად მოიპოვა, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ეს მასალები როგორც ამ საქმეში, ასევე სხვა საქმეებში ადვოკატებს გადაეცემათ და ადვოკატებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ ეს ტელევიზიებს გადასცენ. ზოგიერი მედია ამას ავრცელებს როგორც ექსკლუზიური ინფორმაცია", - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ