დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ნაციონალების მიღწევაა ის იყო, რომ საქართველოს ომის დაწყება დაბრალდა - მდინარაძე  22.01.2021 15:00

„გუშინ რუსეთის პროპაგანდა იყო პიარული მარაზმი და სამწუხაროდ მათ ,, ნაცები'', საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა, ესაა მოკლე შეფასება გუშინდელი დღისა ''-  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას 

 

,,ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც მარტივად ვერ წარმოვიდგენდით, ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, უდიდესი შრომის შედეგი იყო. არც ვაპირებდით იმაზე ლაპარაკს, ვისი დამსახურება იყო და ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ყველაფრისა, ვულოცავდით ამ ყველაფერს, თუმცა გუშინ „ნაცმოძრაობამ“ განიზრახა რაღაც პიარული ტრიუკების კეთება. ამისი დრო ნამდვილად არ იყო, თუმცა იკადრეს. თუ დღეს ჩემგან აინტერესებთ, მათი მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ომიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს.

 

ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების და რეზოლუციების დონეზე, დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდებით, რომ რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაიწყება ხვალვე, თუმცა დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი“, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიღწევა ის იყო, რომ აგვისტოს ომის დასრულებიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს''– განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის; 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ