დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გატესტილ ტაქსის მძღოლებში 0,7%, ბაზრობებზე მოვაჭრეებში -1%, რელიგიის მსახურებში კი -1,5%-ია 22.01.2021 14:59

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ტაქსის მძღოლებში 0,7%, ბაზრობებზე მოვაჭრეებში -1%, ხოლო რელიგიის მსახურებში -1,5%-ია. მისივე თქმით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი შემცირებულია.

 

„მოგეხსენებათ ერთ-ერთი ინდიკატორი შემსუბუქებისთვის არის ე.წ დადებითობის მაჩვენებელი, ანუ ტესტირებიდან რამდენია დადებითი. დღევანდელი მაჩვენებლი გვაქვს 6,1. სულ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში გვაქვს 7,3%. ეს სერიოზული შემცირებაა, ჩვენ ეს მაჩვებელი ნოემბრის ბოლოს გვქონდა 30%-მდე და ზოგჯერ მეტი. ეს შემცირების ტენდენციაა, მაგრამ დავმშვიდდებით 5%-ზე ან 3%-ზე თუ ჩამოვა დადებითობის მაჩვენებელი, რაც აჭარაში უკვე გარკვეულად მიღწეულია, ამიტომაც აჭარაზე უფრო თამამი ღონისძიებები ტარდება შემსუბუქებასთან მიმართებაში. 9222 ტაქსის მძღოლი გვყავს გატესტილი და იქიდან დადებითი 0,7%-ია. პრინციპში მაღალი გავრცელება არ არის ტაქსის მძღოლებში. 5035 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და აქედან 1-%-ია დადებითი, ხოლო რელიგიის მსახურებში გვაქვს ცოტა მეტი - 1,5%-ია დადებითობის მაჩვებელი 4231 რელიგიის მსახურიდან, ანუ აქედან 62-ს აღმოაჩნდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ