დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

სახელმწიფო დაფინანსებით ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა 22.01.2021 15:03

ხილის გადამამუშავებელი საწარმო, საგარეჯოში 2020 წელს გაიხსნა. დღემდე, კომპანიამ ადგილობრივებისგან 200 ტონა ხილი ჩაიბარა და გადაამუშავა, წელს კი, წარმოების გაზრდას, კერძოდ 650 ტონა ხილის გადამუშავებას შეძლებს.

 

ამის შესახებ, ,,ჯორჯიან თაიმსს "აწარმოე საქართველოდან" აცნობეს.

 

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, საწარმომ ლიზინგით დანადგარების შეძენა შეძლო. “ჯეო ორგანიკი” პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს გარდა, ინგლისში, გერმანიაში, ჩეხეთში, კატარსა და უკრაინაში გეგმავს.ცნობისთვის, "აწარმოე საქართველოში" ოთხი მიმართულებით მუშაობს.

 

"აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

 

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და განვითარება, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.„აწარმოე საქართველოში - ფილმის“ მიმართულების მიზანია საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისება და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაცია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ