დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მალხაზ ვანიშვილი ოკუპანტებს გამოექცა 22.01.2021 15:30

მალხაზ ვანიშვილი რუს სამხედროებს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოექცა.

 

ამის შესახებ, ინფორმაცია ,,ჯორჯიან თაიმსს''  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

ოკუპანტებისგან გამოქცეული პირი ახლა ხურვალეთის პოლიციაშია, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

ცნობისთვის, სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი, 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა.

 

ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო, ფეხმძიმე ქალი კი ქართულ მხარეს დღეს გადასცეს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ