დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს - თქვენი აქ ყოფნა საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ ახდენს 22.01.2021 17:44

თქვენი აქ ყოფნა საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ ახდენს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი.

 

„ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა გვაქვს და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პანდემიასთან, ნატო და საქართველო აგრძელებენ პარტნიორობის გაძლიერებას.

 

ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს მიღწევებს და შევაფასებთ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში. გასულ წელს ჩვენ გავაფართოვეთ ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. პრეზიდენტმა და მე დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები და საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ, ასევე, განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია შავი ზღის რეგიონში და რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო ძალის გაძლიერება. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ