დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თვისობრივი განსხვავების მიუხედავად, ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის გამოძიებისას, სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს 22.01.2021 20:52

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები თვისობრივად სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტებია, რა თქმა უნდა ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას ეს გადაწყვეტილება იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„ეს იქნება ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს მხრიდან არავინ არავის დასხმია თავს. რუსეთი დაგვესხა თავს და შესაბამისად მარტივად რომ ვთქვათ, ქართველი ჯარისკაცი, ჩვენი ჯარი და სრულიად საქართველო მართალია, როდესაც ამბობს, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ