დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ბორის ჯონსონი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული 23.01.2021 13:11

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანული ვარიანტი, შესაძლოა, უფრო ფატალური იყოს.

 

„მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უფრო სწრაფად გავრცელების გარდა, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ლონდონსა და სამხრეთ აღმოსავლეთით გამოვლინდა, შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ამასთან, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ის ვაქცინები, რომლების გამოყენებითაც ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს (Pfizer-BioNTech-ისა და Oxford University/AstraZeneca-ს) ორივე ვარიანტის მიმართ ეფექტურია.

 

გაერთიანებული სამეფოს მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა, განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მტკიცებულება ახალი ვარიანტის სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირების შესახებ ჯერჯერობით მყარი არ არის და არსებობს გაურკვევლობა მონაცემებთან დაკავშირებითაც.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ რიცხვების გარშემო ბევრი გაურკვევლობაა და ჩვენ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება, რომ ზუსტად გავერკვეთ,“- აღნიშნა პატრიკ ვალენსმა.

 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად კენტში, გასული წლის სექტემბერში აღმოაჩინეს. ამჟამად ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ