დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ლოზუნგით - "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში" ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 23.01.2021 14:00

"ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში ბათუმში მცხოვრებთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

 

მათ მიაჩნიათ, რომ კულტურული მემკვდირეობის ზონაში მსგავსი შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ უნდა ხორციელდებოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროექტთან დაკავშირებით პროცედურები არის დარღვეული. მათივე თქმით, სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

 

ბულვარში პროექტს კომპანია შპს “ამბასადორ ბათუმი” ახორციელებს, პროექტის თანახმად, შენობაში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად ნებართვა სამი დღის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ გასცა.

 

„ნებართვა იყო გაცემული სამ სართულზე მანსარდით, უკვე ოთხი სართულია აშენებული, დარღვეულია კანონი. რეალურად, თუ ეს სახელმწიფო შემდგარია, ეს ადამიანი უნდა ჯარიმდებოდეს და საუბარი უნდა იყოს მეოთხე სართულის მოხსნაზე. მაგრამ ვხედავთ საპირისპიროს. ბათუმის აქტიური მოქალაქეები დიდი ხანია სხვადასხვა დონეზე, მათ შორის თვითმმართველობის დონეზე, აპროტესტებდნენ ამ პროცესს. იცით, რომ ბულვარის რეკრეაციული ზონისთვის დოკუმენტს ქმნიან, ამაში 400 ათასია დახარჯული და ამის პარალელურად მიმდინარეობს ნებართვების გაცემა. მინდა ხაზი გავუსვა და ყველამ იცოდეს, ნებართვა ჯერ გაცემული არ არის, პროცესი დამთავრებული არ არის და მიმდინარეობს მშენებლობა, რაც იმას ადასტურებს, რომ აქ დიდი ფულის პატრონებს აღარ სჭირდებათ ნებართვა", - აცხადებს საზოგადოება "ბათომის" წევრი ირმა ზოიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ