დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავენ 23.01.2021 15:42

ამას ჩვენი ოპონენტები ისე ნუ მიიღებენ, რომ ეს გარკვეული ულტიმატუმია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიების წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა დარჩათ.

 

როგორც მდინარაძე განმარტავს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავენ.

 

„მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი, რადგან საქართველოს რეგლამენტში წერია, დათქმული ვადის შემდეგ, როგორც კი, პირველივე სხდომა იქნება, სხვა საკითხებთან მიმართებით უფრო ადრე, პირველ რიგში, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, თუ ასეთი შესაბამისი საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს საფუძველი მათივე განცხადებებია, აქედან გამომდინარე, პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, ამიტომ ჩვენ გვექნება თუ არა სხდომა, პირველ საკითხად უნდა განვიხილოთ მათი საკითხი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა, რომ ერთი კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს, მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ