დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს 23.01.2021 16:33

„ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან“, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა. არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„გაზაფხულისთვის მზად ვართ! „ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე“ სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი“, - ამის შესახებ დღეს მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ